Have a question? 0357 224441

სიახლეები

ექსკურსია იაკობ გოგებაშვილის სახლ - მუზეუმში

Something0

მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის ქართული ენის სასერტიფიკატო კურსის მოსწავლეები, ადმინისტრაცია და პედაგოგები 29 ოქტომბერს იმყოფეფოდნენ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში, საიდანაც ემოციებით სავსე დაბრუნდნენ.
”ქართველი საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი შიდა ქართლის მხარეში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში დაარსდა 1958 წელს. 2010 წლის 1 იანვრისთვის ფონდში იყო 1500-ზე მეტი ექსპონატი. მათ შორის იაკობ გოგებაშვილის მემორიალური ნივთები, ფოტომასალა, დოკუმენტები, წარმოდგენილია აგრეთვე საბჭოთა პერიოდის ფერწერა, ქანდაკება, ჭედურობა, კერამიკა. თავმოყრილია მასალა ი. გოგებაშვილის სახელობის მედლისა და პრემიის ლაურეატებზე. სახლ-მუზეუმში ტარდება სამეცნიერო სესიები, ლექციები. მუზეუმი ყოველწლიურად უძღვება სახალხო დღესასწაულს „იაკობობას“. გამოცემულია სახლ-მუზეუმის მეგზური.
იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს 2019 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობის დადგენილებით მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.”




Have a question ? Call us 0357 224441