Have a question? 0357 224441
სიახლეები
პროექტის "ექსტრაკურიკულური აქტივობები სამოქალაქო ინტეგრაციის კვალდაკვალ" პრეზენტაცია

17 ნოემბერს, გაიმართა პროექტის პრეზენტაცია "ექსტრაკურიკულური აქტივობები სამოქალაქო ინტეგრაციის კვალდაკვალ".
შეხვედრას ესწრებოდა პროექტში ჩართული ორგანიზაციები, ტრენერები, პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენელი, ბენეფიციარები.
ყველა მათგანმა ბენეფიციარებს და ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი როლი, მნიშვნელობა ამ პროექტის ფარგლებში.
პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენელმა დეა აბულაძემ ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონკრეტული პროექტი და აქტივობები.
პრეზენტაციას უძღვებოდა კოლეჯის დირექტორის მოადგილე ზვიადი არძენაძე.
პროექტი ითვალისწინებს შემდეგ აქტივობებს:
- შეხვედრა ფსიქოლოგთან
- პროფორიენტაცია
- ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება
- წიგნის კითხვის პოპულარიზაცია
- სამოქალაქო აქტივიზმი
- სამოქალაქო ინტეგრაცია და ეროვნული უმცირესობების გამოწვევები
- გადაცემის და სიუჟეტის მომზადება, რადიოს, სოციალური მედიის მეშვეობით გავრცელება.
მადლობა ყველას აქტიური ჩართულობისთვის.