გაქვთ კითხვები? 0357 224441

ალიდა ბაირამოვა

ჩემი ჰობია ხატვა და თავისუფალ დროს ხშირად ვხატავ. გთავაზობთ ჩემს ნახატებს.

 

  

 სიმარა გოჯაევა

ჩემი  ჰობია ხატვა, ასევე  ვწერ  სხვადასხვა  აქტუალურ  თემაზე  სტატიებს. 

   

                          ნაადრევი ქორწინების პრობლემა საქართველოში

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობს ადრეული ქორწინების პრობლემა, მათ შორის საქართველოშიც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს ნაადრევი ქორწინებას საზოგადოებაში მაინც მწვავედ დგას ეს საკითხი.

მოზარდის ცხოვრებაში, მის აღზრდა-განვითარებაში დიდი როლი აქვს მშობლებს და საზოგადოებას. აუცილებელია მშობელმა მისცეს სწორი მიმართულება.

ხშირია, როდესაც ცამეტი, თოთხმეტი და თხუთმეტი წლის ასაკში ქორწინდება გოგო ორჯერ უფროს მამაკაცზე, არის შემთხვევები როდესაც თვითონ დამოუკიდებლად დგამს ამ ნაბიჯს ან პირიქით მშობლები აიძულებენ. ეს ის ასაკია როდესაც ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია ადამიანი და ვერ აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რასაც ოჯახი და შვილები ქვია. სამომავლოდ ასეთ შექმნილ ოჯახში არის ფსიქოლოგიური პრობლემები და სამწუხაროდ ძალადობის შემთხვევებიც.

საქართველოში ნაადრევი ქორწინება წინა საუკუნეებიდან დღემდე  ტრადიციად რჩება. ოცდამეერთე საუკუნეში რატომ უნდა იყოს ისევ ეს პრობლემა?!

აუცილებელია ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რაშიც დიდი როლი აქვს სახელმწიფოს, სოციალურ მედიას, ტელევიზიას.

გოგო არის მომავალი ქალი, დედა, ბებია...

ვიზრუნოთ მომავალი თაობის განვითარებაზე!

სიმარა გოჯაევა



გაქვთ კითხვები ? დაგვიკავშირდით 0357 224441