გაქვთ კითხვები? 0357 224441

შეხვედრა ქვემო ქართლის გუბერნატორ შოთა რეხვიაშვილთან

Something0

მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის ქართულ და ინგლისურ ენაში მოსამზადებელი პროგრამის სტუდენტები, კოლეჯის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში შეხვდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორს ბატონ შოთა რეხვიაშვილს.

 

კოლეჯის სტრატეგიული მიზანია სტუდენტთა საგანმანათლებლო, კულტურულ -შემეცნებითი და სამოქალაქო ღირებულებითი განვითარების ხელშეწყობა

მოგეხსენებათ, რომ ენის შესწავლა ადვილი და დროის თვალსაზრისით უმოკლესია უშუალო, სისტემატური, მუდმივი კომუნიკაციით. სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე, კოლეჯი გეგმავს სწავლების პარალელურად, პროფესიული განათლებით დაინტერესებულ პირებს მისცეს მრავალმხრივი შესაძლებლობა რათა სწრაფად, უმოკლეს დროში მოახდინონ ქართული ენის, ინგლისური ენის შესწავლა და სწორი პროფესიული ორიენტაცია.

ახალგაზრდების ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე გუბერნატორმა სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილელობაზე, პროფესიული განათლების მიღებისა და მოკლევადიანი გადამზადების სისტემის პერსპექტივებზე ისაუბრა.

შოთა რეხვიაშვილმა განათლების სისტემაში არსებულ სიახლეებზე და ისეთი პრიორიტეტული დარგების განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს და რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე დასაქმების მეტ შესაძლებლობას ქმნის.

მხარის გუბერნატორმა სტუდენტებისთვის საინტერესო თემები, დიალოგის რეჟიმში, განიხილა და მათი პროფესიული გეგმების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.

შეხვედრაზე იმყოფებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე, რომელმაც სტუდენტებს ახალგაზრდული მიმართულებით არსებული მუნიციპალური სერვისები და შესაძლებლობები გააცნო.

საზოგადოებრივი კოლეჯის ხელმძღვანელმა პირებმა, სტუმრებს კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერებინეს და უახლოესი გეგმების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

კოლეჯის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა ქართულ და ინგლისურ ენაში მოსამზადებელი პროგრამის სტუდენტმა საიდა ისმაილოვმა

კოლეჯი აღჭურვილია ექვსი მიმართულების - ინფორმაციის ტექნოლოგი, აღმზრდელი პედაგოგი, პრაქტიკოსი ექთანი, ბუღალტრური აღრიცხვა, საოფისე საქმე და საფინანსო სერვისებია მოდულური  პროფესიული პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო მატერიალურ ტექნიკური რესურსებით, კოლეჯს გააჩნია პრაქტიკის განხორციელებისთვის თანამშრომლობის ხელშეკრულებები, კოლეჯის პარტნიორები არიან:

  • მარნეულის ბაგა ბაღების გაერთიანება
  • მარნეულის ავტოპარკი
  • ვითიბი ბანკი
  • ჯეო ჰოსპიტალსი
  • მარნეულის კულტურის სახლი
  • ფარმაცევტული აფთიაქები
  • საჯარო სკოლები და ა.შ.

პროფესიულ განათლების შესახებ კანონი, რომელიც ძალაში ოქტომბრის თვეში შევიდა,  მნიშვნელოვან სიახლეებს სთავაზობს პროფესიული განათლებით დაინტერესებულ პირებს. ახალი ავტორიზაციის სტანდარტების შემოტანა გაზრდის პროფესიული სასწავლებლების პოტენციალს როგორც რესურსების გაზრდის ასევე სტუდენტების მიმართულებით აქტივობებს და მათ დასაქმებაზე ორიენტირების თვალსაზრისით.

 

 




გაქვთ კითხვები ? დაგვიკავშირდით 0357 224441