გაქვთ კითხვები? 0357 224441

შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველთან

Something0

მარნეულის საზოგადოებრივ კოლეჯში შეხვედრა შედგა საქართველოს სახალხო დამცველ ნინი ლომჯარიასა და კოლეჯის ქართულ და ინგლისურ ენაში მოსამზადებელი პროგრამის სტუდენტებს, მარნეულის კოლეჯის სტუდენტებს და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტებსა და მასწავლებლებს შორის. შეხვედრაზე განვიხილეთ აქტუალური თემები, როგორიცაა:

გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები;
სამოქალაქო ინტეგრაცია;
განათლების ხელმისაწვდომობა;
სახელმწიფო ენის ცოდნა;
ეთნიკური უმცირესობების უფლებები.


შეხვედრის ბოლოს საქართველოს სახალხო დამცველს კოლეჯების ინიციატივით გადაეცა სიმბოლური სიგელი "სამოქალაქო თანასწორობის მიმართულებით რეგიონში აქტიური მუშაობისთვის".

 სახალხო დამცველის კომენტარი




გაქვთ კითხვები ? დაგვიკავშირდით 0357 224441