გაქვთ კითხვები? 0357 224441

შეხვედრა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარესთან

Something0

19 დეკემბერს მარნეულის საზოგადოებრივ კოლეჯში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარესთან, სულხან სალაძესთან.

შეხვედრის თემა იყო ადამიანის უფლებები, თუ რა მექანიზმები არსებობს ბავშვთა უფლებების და ზოგადად ადამიანის უფლებების დასაცავად.

დისკუსია წარიმართა  ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ აქტუალურ თემებზე და მოვლენებზე. შეხვედრა ჩაიარა საინტერესო კითხვა პასუხის რეჟიმში, პროფესიული სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და გამოხატეს თავიანთი პოზიცია სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით

 

შეხვედრის მიზანი იყო კოლეჯის სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება!


მადლობა ბატონ სულხანს საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის!
#საია #ბავშვთაუფლებებისთვის #ადამიანისუფლებებისთვისთვის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 

 




გაქვთ კითხვები ? დაგვიკავშირდით 0357 224441