გაქვთ კითხვები? 0357 224441

სასწავლო პროცესის მენეჯერის ვაკანსია

Something0

განაცხადების მიღების თარიღი 10 სექტემბრიდან - 20 სექტემბრამდე

მდებარეობა: მარნეული,

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი (ორშაბათი - პარასკევი)

ვებ გვერდი: www.msc.ge                        

 

მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესების მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაოს ადგილი: ქ, მარნეული, რუსთაველის 13 ბ

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდიელბასა და კვალიფიკაციაზე

 

სასწავლო პროცესების მენეჯერი კოორდინაციას უწევს კოლეჯში სასწავლო პროცესს და პასუხისმგებელია სასწავლო პროცესის ეფექტურად ორგანიზებასა და მართვაზე

ფუნქციები:

ა) ზედამხედველობს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესს;

ბ) აღრიცხავს პროგრამის განმახორციელებელ პირთა მიერ ჩატარებული საათების რაოდენობას ამზადებს/გასცემს/ინახავსპროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტების და სწავლის შედეგების დადასტურებასთან დაკავშირებულ მასალას უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის ხარისხის შეფასებისათვის საჭირო დოკუმენტების შევსების კოორდინირებას;

გ) მონაწილეობს კომპეტენციის ფარგლებში თვითშეფასების პროცესის განხორციელებასა და ავტორიზაციისათვის დოკუმენტაციის მომზადებაში;

დ) ახდენს პროფესიული სტუდენტებს ინფორმირებას საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე კურირებს პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ პროფესიული სტუდენტების შედეგების შეფასების პროცესს(შეფასების უწყისის წარმოება, შეფასების პროცესის მონიტორინგი პროფესიული სტუდენტებისათვის პერსონალური მონაცემების დაცვით შეფასების შედეგების გაცნობა, მტკიცებულებების შეგროვება, დაცვა და სხვა) აწარმოებს კურსდამთავრებულთა/დამსაქმებლების მონაცემთა ბაზას;

 

 მონაწილეობს დაწესებულების მისიის, ხედვის, ღირებულებების, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავება/განხორციელებაში, გეგმების შესრულების შესახებ ანგარიშგებაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ზედამხედველობას უწევს პრაქტიკული კომპონენტის წარმართვას სასწავლო გეგმის შესაბამისად; ორგანიზებას უკეთებს პროფესიული სტუდენტების მიერ პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების შესახებ ანგარიშის ჩაბარებას, პრაქტიკის დღიურის წარმოების მონიტორინგს, პორტფოლიოს წარმოებას; უზრუნველყოფს დიპლომებისა და სერტიფიკატების, დანართების შევსებას;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: პროფესიული განათლება/უმაღლესი განათლება. უპირატესობა მიენიჭება მსგავს პოზიციაზე ან/და სამუშაოზე მუშაობის გამოცდილებას

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20 სექტემბერი 2020 .

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ჩვენს ელ.ფოსტაზე: msccoleji@gmail.com

 

 




გაქვთ კითხვები ? დაგვიკავშირდით 0357 224441